ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სსსმ პირები უმაღლესში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული
წესით განიხილავდა, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შევიდა.
კანონის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები უმაღლესში უგამოცდოდ
ჩაირიცხებიან.
„პ16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის
გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით
გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში
სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა
და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და
საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული
ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა
და დაფინანსების წესსა და პირობებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის
ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები