,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ - გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება კონკურსს აცხადებს
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით,
ტარდება კონკურსი სახელწოდებით ,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“.
ბიბლიოთეკების კურატორის, ხათუნა ბუზალაძის განმარტებით, კონკურსის
მიზანია გამოავლინოს ბიბლიოთეკების როლი თანამედროვე საზოგადოებაში.
კონკურსში მონაწილეობა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ასაკობრივი
ზღვარი არ არის დაწესებული.
„30 აპრილი არის საქართველოს ბიბლიოთეკარების დღე. ამასთან
დაკავშირებით საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ატარებს კონკურსს
„მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ
ბიბლიოთეკის როლი თანამედროვე საზოგადოებაში. სურვილი გვაქვს, რომ ეს
წერილები წიგნად აიკინძოს და ყველა კონკურსანტს გადაეცეს. წერილის
თემა თავისუფალია. გვინდა გავიგოთ მოსახლეობას როგორ ესახება მომავლის
ბიბლიოთეკა. დაიწყო უკვე კონკურსი და 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ამის შემდეგ მოხდება წერილების განხილვა და გამარჯვებულების
გამოვლენა. “
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი
ტექნიკური საკთხები.
• კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი წერილი აკრეფილი უნდა იყოს
Microsoft Word-ში, Sylfaen-ის შრიფტით.
• წერილის ბოლოს მითითებული უნდა იყოს თარიღი და ავტორის გვარი და
სახელი.
• წერილში გამოყენებული უნდა იყოს მინუმუმ 250 და მაქსიმუმ 350
სიტყვა.
• კონკურსანტს შეუძლია წერილი გამოგზავნოს ელექტრონული და მოიტანოს
ბიბლიოთეკაში ხელნაწერი სახით
• წერილის ელექტრონულად გამოგზავნა შესაძლებელია ჩვენი გაერთიანების
ოფიციალური ელ-ფოსტის მისამართზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
და
გამოგზავნილი წერილის სათაურში უნდა ეწეროს სიტყვა ,,კონკურსი“.
• ხელნაწერი სახით შესრულებული ნამუშევრის მოტანა შესაძლებელია ქალაქ
გურჯაანში, ნონეშვილის 2-ში მდებარე, გურჯაანის შოთა რუსთაველის
სახელობის ბიბლიოთეკის მესამე სართულზე, ადმინისტრაციის ოთახში.
• წერილის გამოგზავნა, შესაძლებელია მიმდინარე წლის 26 აპრილის
ჩათვლით. ელექტრონული სახით გამოგზავნა შესაძლებელია დღის ბოლომდე,
ხოლო ხელნაწერი სახით, 26 აპრილის დღის 18:00 საათამდე.
მიმდინარე წლის 4 მაისს, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი
საუკეთესო წერილის ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი
საჩუქრებით.
მასალის გამოყენების პირობები