კონკურსზე „საკურა“ ქართულმა ღვინოებმა 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა დასახელების
ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე
„საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
„საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 8rd „Sakura“ Japan Women's
Wine Awards 2021) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ
ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების
ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში
ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის
მწერლებითა და ჟურნალისტებით. 2021 წლის კონკურსზე ღვინოები186-მა
იაპონელმა ქალბატონმა შეაფასა. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში
გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად
ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას
იაპონიის ღვინის ბაზარზე. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს
წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ
ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს.
2021 წლის „საკურას“ კონკურსზე მედლები მიიღეს შემდეგი კომპანიების
ღვინოებმა:
საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კომპანიის (GWS) 4-მა
ღვინომ მიიღო ოქროს მედალი: TAMADA GRAND RESERVE 2014, TAMADA
MUKUZANI 2018, VISMINO GRAND SAPERAVI 2015 და VISMINO KISI
2018;
კომპანია „შატო მუხრანის“ 3-მა ღვინომ დაიმსახურა ასევე ოქროს
მედლები: CHATEAU MUKHRANI QVEVRI RED 2018, CHATEAU MUKHRANI RESERVE
ROYALE GORULI MTSVANE 2016 და CHATEAU MUKHRANI RESERVE ROYALE
SAPERAVI 2016;
ოქროს მედლებით დაჯილდოვდა კორპორაცია „ქინძმარაულის“ ღვინოები
ALAZANIS VALLEY 2018 და KONCHO MTSVIVANI KAKHURI;
კომპანია „მტევინოს“ 2-მა ღვინომ KINDZMARAULI 2019 და SAPERAVI
KHASHMI 2019 ასევე დაიმსახურა ოქროს მედლები;
ოქროს მედლები მიიღეს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ - SCHUCHMANN SAPERAVI
2019 და „ვაზიანი კომპანის“ - MAKASHIVILI WINE CELLAR SAPERAVI
2015;
პრესტიჟულ კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კომპანია „პავილიონ
ვაინსის“ ღვინომ KAKHETI 2017;
2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს
„საკურას" კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული“ –
ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები