კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 116 მილიონს გადააჭარბა
5 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 116 220
912 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 91 896 351 პაციენტი
გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 581 693 გარდაიცვალა.
ინფიცირების ყველაზე მეტი, 29 526 086 შემთხვევა აშშ–ში ფიქსირდება,
ქვეყანაში 533 636 ადამიანი გარდაიცვალა, 20 093 442 კი
გამოჯანმრთელდა. აშშ– შემდეგ, უკვე რამდენიმე თვეა ვირუსის ყველაზე
მაღალი გავრცელება ინდოეთშია, აქ კოვიდის დადასტურებული შემთხვევების
რაოდენობა 11 173 572–მდე გაიზარდა. ვირუსი დაამარცხა 10 838 021
პაციენტმა, ხოლო 157 584 გარდაიცვალა.
მესამე ადგილზე ბრაზილიაა, აქ ინფიცირებულთა რიცხვმა 10 მილიონს
გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 9 მილიონს, ვირუსს
ქვეყანაში 261 188 პირი ემსხვერპლა.
4–4 მილიონზე მეტი დაინფიცირდა, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში.რუსეთში
დღემდე 4 290 135 პირი დაინფიცირდა, 3 869 857 პაციენტი
გამოჯანმრთელდა, 87 823 გარდაიცვალა.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, კოვიდინფიცირების 4 201 358 შემთხვევა
დადასტურდა, აქედან ვირუსი 3 096 564–მა პირმა დაამარცხა, გარდაიცვალა
124 025. დიდი ბრიტანეთი ერთ–ერთი პირველია სადაც ვირუსის ახალი შტამი
დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში COVI-19-ის 3 835 595
შემთხვევა გამოვლინდა, მათგან covid-19-ის დამარცხება 262 690–მა
პაციენტმა შეძლო, ხოლო 87 835 გარდაიცვალა.
3 მილიონს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა ესპანეთში, ხოლო 2
მილიონს გადასცდა თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში კოლუმბიასა და
არგენტინაში .
რაც შეეხება ჩინეთს, სადაც COVI-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,
დღემდე 89 952 შემთხვევაა გამოვლენილი.
საქართველოში დილის მონაცემებით, კორონავირუსის ინფიცირების 271 872
შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა,
ხოლო 3 553 გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები