საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების
ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა. ინფორმაციას მთავრობის
ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
წარმოგიდგენთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის
გეგმას.
• სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან
არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული
დაცვით; სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან,
ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული
დაცვით;
• საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25
თებერვლიდან
• რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ
შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8
მარტიდან;
• ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე
დაწესებული შეზღუდვა;
• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და
სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან
მკაცრად გაკონტროლდება; კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი
პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;
• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან
განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;
• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო,
ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების
20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით
• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული,
ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ
ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის
აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;
• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
• მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;
• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და
ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად
აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის
დასწრებით) 1 აპრილიდან;
• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება
როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8
მარტიდან;
მასალის გამოყენების პირობები