წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ სახელმძღვანელოებში რომ ჩაიხედოთ, ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ- მიხეილ ჩხენკელი
„წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ სახელმძღვანელოებში რომ ჩაიხედოთ,
დარწუნებული ვარ, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ“, – ამის
შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„სკოლის ძალიან ბევრი სახელმძღვანელო ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს –
წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ სახელმძღვანელოებში რომ ჩაიხედოთ,
დარწუნებული ვარ, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ – როგორ სტილშია
გაკეთებული, ბევრ შემთხვევაში პედაგოგიკასთან არავითარი კავშირი არა
აქვს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო მე-9 კლასის სახელმძღვანელოების
გრიფირების პროცესშია და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება
მშობლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც მიეცემათ.
„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ
ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების
პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის,
მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას
შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები
აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ
გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და
გააკეთოთ თავიანთი კომენტარი. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად
წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ
გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც
არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან
მნიშვნელოვანია“,
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს
ინფორმაციით, გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.
მასალის გამოყენების პირობები