საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო
საავტომობილო გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში
მიმდინარეობს.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო
გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზე და
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე. აღნიშნულ გზებზე დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62
(გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე,
დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის
მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინტენსიური თოვის და ქარბუქის
გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი
თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა),
გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე
მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე)
მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი)
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობისა და
ზვავსაშიშროების გამო,, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ198
(კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. ამავე გზის, კმ70-კმ171 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე,
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლოდანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები