დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ
შემსუბუქდება.
ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში,
ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; ასევე ძალაში
რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი
ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება
ნებადართული;
ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული
ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით; 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის
ჩათვლით, ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის
დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები;
გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ
გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან: მაღაზიების სამუშაო საათები
განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;
მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების
მკაცრი მართვით; მაღაზიის ფართის ყოველ 20მ² დაიშვება არა უმეტეს ერთი
მომხმარებელი; მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა
მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები
გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების
შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა
დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და
ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ;
სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ
შორის გადატანის სერვისით; ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში
დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების
მოთხოვნები; აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო
ობიექტების ადმინისტრაციას;
დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის
მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების
ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის.
აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა;
სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან
დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი;
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ
მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე;
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00
საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე
შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
მასალის გამოყენების პირობები