გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან
სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე
პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს
ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი
გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო,
იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები,
დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო
საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში
დასაბრუნებლად.ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის
ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები
პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან
კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია
ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ
ოცნებას აძლევს ხელს.
ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ
ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და
ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ,
ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.ბოდიშს ვუხდი ჩვენ
მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. ჩემთვის
უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ
ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. მივენდოთ
მომავალს. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან –
არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა.
არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში
მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ
მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“, – წერს გრიგოლ
ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები