რესტორნები და კინოთეატრები სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლებენ - ნათია თურნავა
რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებისთვის
სახელმწიფო 30 მილიონს გამოყოფს, შეღავათი 1500-მდე ორგანიზაციას
შეეხება. სუბსიდირებით ისარგებლებენ კინოთეატრები და ივენთკომპანიები-
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, რესტორნებისთვის განცხადებების მიღება 4 დეკემბრიდან
დაიწყება.
„რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას ესაა სესხის,
ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, განაცხადების მიღება დაიწყება უკვე
პრაქტიკულად ხვალ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ
სარესტორნო ინდუსტრია პანდემიიდან გამომდინარე არის ყველაზე მძიმე
მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა შევუმსუბუქოთ მათ
საბანკო სესხების ტვირთი. ანუ ხვალიდან დავიწყებთ ჩვენ სააგენტო
„აწარმოე საქართველოში“ ბანკებიდან განაცხადების მიღებას, მოვუწოდებთ
რესტორნებს რომ აქტიურად მიაკითხონ თავის კრედიტორ ბანკებს. საბანკო
სესხის პროცენტის ტვირთს უახლოესი ექვსი თვე ვერ იგრძნობენ“, -
განაცხადა მან.
როგორც მან განმარტა, მთავრობა რესტორნებს და ზოგადად ტურისტულ
სექტორს სხვა შეღავათებითაც ეხმარება.
„ესაა საგადასახადო შეღავათები, ამისთვის კეთდება ქონების გადასახადის
პრაქტიკული ჩამოწერა და მთლიანად 2021 წლის ქონების გადასახადისგან
გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება
და პატიება, შემდეგ უკვე შეღავათები 1 500 ლარამდე ხელფასის მქონე
ადამიანებისთვის“.
ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილებები ივენთკომპანიებზეც ვრცელდება.
აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ სესხის სუბსიდირება, ახლა დაემატა
ლიზინგიც.
„რაც შეეხება ისევ რესტორნებს, 400 მილიონი ლარის სასესხო პორთველი
არის რომლის მომსახურებაშიც ჩვენ გვერდში ვუდგავართ და ვეხმარებით,
ვვარაუდობთ რომ ექვსი თვის განმვალობაში 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი
იქნება ამისთვის საჭირო. სულ მცირე 1500-მდე ორგანიზაცია შეძლებს რომ
ისარგებლოს ამ დახმარებით“.
მასალის გამოყენების პირობები