ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 112-ზე დარეკვის შემდეგ კოვიდდადებითი
პაციენტის საქმეს სადაზღვევო კომპანიის ან ოჯახის ექიმი იღებს,
რომელიც პერიოდულად ონლაინ კონსულტაციებს აწვდის ინფიცირებულს.
ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი ვალდებულია: საქმის
მიღებიდან არაუგვიანეს 10 წუთისა, 112-ის პროგრამული უზრუნველყოფის
საშუალებით, დაადასტუროს შესაბამისი საქმის მიღება; საქმის მიღებიდან
არაუგვიანეს 1 საათისა, მაგრამ არაუგვიანეს იმავე დღის 00:00სთ-სა
დაიწყოს სატელეფონო კონსულტაცია; ინიციატორებთან სატელეფონო
კონსულტაციები განახორციელოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული
პროტოკოლის მიხედვით; კონსულტაციის დროს პაციენტს მიაწოდოს მასთან
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს,
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.
ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი ახორციელებს
პაციენტის საწყის კლინიკურ შეფასებას და მდგომარეობის შესაბამისად,
იღებს გადაწყვეტილებას: პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო
დახმარება ჰოსპიტალიზაცია ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანა - ექიმი,
სატელეფონო ზარის საშუალებით 112-ის ოპერატორს აცნობებს საქმის
საიდენტიფიკაციო ნომერს, თარიღს, პაციენტის სახელსა და გვარს და
ასევე, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის საჭიროების მიზეზს;
პაცინეტი ექვემდებარება ბინაზე მეთვალყურეობას - ინფორმაცია
აღირიცხება 112-ის პროგრამული უზრუნველყოფის საშედეგო ფორმაში. ექიმის
გადაწყვეტილებით ბინაზე მეთვალყურეობისთვის.
დატოვებულ პაციენტებთან COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევაში
შემდგომი სატელეფონო კომუნიკაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში:
უსიმპტომო პაციენტისთვის დამადასტურებელი სინჯის აღებიდან 10
კალენდარული დღის განმავლობაში; მსუბუქი სიმპტომების მქონე
პაციენტებისთვის დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10
კალენდარული დღისა და სიმპტომების ალაგებიდან დამატებით 3 უსიმპტომო
დღის განმავლობაში.
სატელეფონო კომუნიკაციით მიღებული ინფორმაცია COVID-19-ის
დადასტურებულ შემთხვევებში უნდა აისახოს 112-ის პროგრამული
უზრუნველყოფის საშედეგო ფორმაში.
თუ დამატებითი სატელეფონო კომუნიკაციის შეთხვევაში გამოიკვეთება
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობის საჭიროება,
ოჯახის ექიმი ატყობინებს 112-ს აღნიშნული პაციენტის თაობაზე, რომლის
საფუძველზე 112 უზრუნველყოფს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების
ბრიგადის ჩართულობას. ონლაინ კონსულტაციებში ჩართული
დაწესებულება/ექიმი მეთვალყურეობას უწევს ასევე, კოვიდ-დადებით
პაციენტებს, რომლებიც კოვიდ-კლინიკიდან ან კოვიდსასტუმროდან ეწერება
ბინაზე შემდგომი მეთვალყურეობისთვის გამოჯანმრთელებამდე. ასეთ
შემთხვევაში, კოვიდ-კლინიკის ან კოვიდ-სასტუმროს ექიმი ატყობინებს
112-ის ოპერატორს, რომელიც თავის მხრივ საქმეს გადასცემს ონლაინ
კონსულტაციებში ჩართულ დაწესებულებას/ექიმს შემდგომი
რეაგირებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები