ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს
31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი
საყოველთაო საარჩევნო უფლები რეალიზების მიზნით, საარჩევნო
ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში
მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.
სარჩევნო ადმინისტრაცია მათ სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა
საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების
მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო
კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო
უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.
„ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო
დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის
მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა
მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა
ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ
გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით. სპეციალური
ჯგუფის თითოეული წევრი, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით,
კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და
სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის
გავრცელების პრევენციას. სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ
შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც
უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან,
ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას.
ხმების დათვლა განხორციელდება არასაკარანტინო სივრცეებსა თუ
სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ
საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას.
რათქმაუნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით
დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს
ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ
კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.
“-ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად
მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და
იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების
დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის
კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.
მასალის გამოყენების პირობები