შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით შემოწმებული 1500
სკოლიდან სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 სკოლას
მისცეს.
უწყების ხელმძღვანელ ბექა ფერაძის განცხადებით, სკოლებს რომლებმაც
რეკომენდაციები ვერ დააკმაყოფილეს, მიეცათ მითითებები და დარღვევების
აღმოფხვრაზე მუშაობენ.
„გრძელდება შემოწმებები, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია ფაქტობრივად
1500-მდე სკოლა, საიდანაც ჩვენ ნებართვა გავეცით 614 სკოლაზე.
მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 81-მა სკოლამ, დანარჩენი გარკვეულ
პროცესშია, ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ შესაბამისი
ნებართვა იყოს გაცემული. ასევე შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი
თითოეულ მათგანზე ნებართვა გაცემულია და ეს პროცესი გრძელდება.
პროცესში ჩართულია სხვადასხვა საზედამხედველო უწყება, ესენია შრომის
ინსპექცია, შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და
ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. საზედამხედველო სამსახურების მიერ
ხდება შემოწმება, დასურათება, კითხვარის შევსება, რაც შესაბამის
პორტალზე იტვირთება და გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექცია“, –
განაცხადა მან.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირების პროცესი
გრძელდება და უწყებას ჰყავს საკმარისი თანამშრომლები იმისთვის, რომ
შემოწმება 15 სექტემბრამდე დასრულდეს.
„ჩვენი ინსპექტორთა რაოდენობა არის დაახლოებით 400-მდე, ამიტომ
აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რამდენიმე დღეში ეს პროცესი იყოს
დასრულებული და სწავლის დაწყებას ამ კუთხით არავითარი საფრთხე არ
შეექმნება. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ განათლების
სამინისტროსთან, შესაბამისი პროცედურების დაცვას სჭირდებოდა გარკვეული
დრო. ხვალ უკვე აქტიური და სრულმასშტაბიანი შემოწმება დაიწყება
სკოლების მიმართულებით, რასაც 15 სექტემბრამდე დავასრულებთ. ყველა
სკოლის დირექტორი და მასწავლებელი გაფრთხილებულია და პროცესი
მომზადებულია, ამიტომ სკოლებისგან მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით
რაიმე გართულებებს არ ველოდებით“,
მასალის გამოყენების პირობები