ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ შენობებში შესვლისა და
გამოსვლის, ყოფნის და გადაადგილების რეგულაციები განსაზღვრა.
დოკუმენტის მიხედვით, ასევე განისაზღვრა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები,
რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
კერძოდ:
ა) შენობის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ცხელების
– 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი
ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში).
განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის
განხილვაზე პირის დაბარებისას, საჩივრის ავტორს მოსთხოვოს რომ იგი
ვალდებულია გადაიმოწმოს ტემპერატურა და ტემპერატურის დაფიქსირების
შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისივე წერილობითი
განცხადების საფუძველზე მისი ჩამნაცვლებელი პირის წარმოდგენა,
აღნიშნულის თაობაზე მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების აქტში
კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
გ) ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს
სპეციალური ჟურნალში, რომლის ფორმა მტკიცდება ცესკოს თავმჯდომარის
ბრძანებით;
დ) თერმოსკრინინგს და სპეციალური ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს
შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი;
ე) საარჩევნო კომისიების შენობებში სამუშაო მაგიდებისა და სხვა
ინვენტარის ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო
საშუალებებით;
ვ) საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა განთავსდეს ხელის პერიოდული
დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის
დასამუშავებელი ხსნარი;
ზ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიის
შენობების ბუნებრივი ვენტილაცია.
ამავე დოკუმეტის მიხედვით, სავალდებულოა პირბადის გამოყენება:
ა) საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში;
ბ) საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში;
გ) საარჩევნო კომისიებში შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც
შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისას;
ე) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”
უფლებამოსილი პირის მიერ ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.
აღნიშნული დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება კენჭისყრის დღეს
კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა/გამოსვლაზე.
მასალის გამოყენების პირობები