დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა
საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის - ამ ინფორმაციას
საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.
საზღვრის გადმოკვეთამდე ტურისტებმა უნდა შეავსონ საგანგებოდ
შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა.
● ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა
სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით
ჩამოსვლა.
● საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ
შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ
შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია,
საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო
ინფორმაცია და სხვ.
● მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის
გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების
შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
● ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის
პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის
არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
● საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში,
პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად
შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.
მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთვის არ
გახსნეს საზღვარი, ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ
ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე
სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა
სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი
სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
მასალის გამოყენების პირობები