ლიბერთის მომხმარებლები აფთიაქებში სოციალური ბარათით გადახდისას,
პროდუქციის ყიდვასთან ერთად ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. ახალი
სერვისი 10 აპრილიდან უკვე ხელმისაწვდომია.
„ავერსი ფარმა - Aversi Pharma, Pharmadepot ∙ ფარმადეპო, PSP
Pharmacy-ს ნებისმიერ აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ
5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას შეგიძლიათ სალაროდან 50
ლარამდე ოდენობით ნაღდი ფული მიიღოთ: პროდუქციის ღირებულებას,
სურვილისამებრ ამატებთ სასურველ თანხას, რომელიც ბარათიდან
ჩამოგეჭრებათ. ლიბერთის გადახდის ტერმინალი კი მოგემსახურებათ როგორც
"ბანკომატი", - აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მთავარია შემცირდეს ბანკში ვიზიტის საჭიროება და
მომხმარებელმა მიიღოს უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება იქ, სადაც
ისინი რეგულარულად დადიან.
"ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია
დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს, მაქსიმალურად
დაიცვან უსაფრთხოების წესები და ასევე, რაც შეიძლება მეტი მომსახურება
მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. ამ ახალი
სერვისის შეთავაზებით, პირველ რიგში გვინდა ავამაღლოთ ბარათით
გადახდის მოტივაცია და ასევე, შევამციროთ ბანკში ვიზიტის აუცილებლობა
ნაღდი ფულის მისაღებად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს.
ჩვენს მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ დაიცვან რეკომენდაციები სოციალურ
დისტანცირებასთან და ნაღდ ფულთან კონტაქტის შემცირების მიმართულებით.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს." - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო
მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, ლიბერთი ბანკმა აპრილის
თვის პენსიის ნაღდი
ფულით მიღების წესებიც შეცვალა. თანხის მიღება
წინასწარ გაცხადებული გრაფიკით არის შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები