პრემიერმა კახეთის გუბერნიას გათავისუფლებული დირექტორის საჩივრის განხივლა დაავალა
პრემიერ- მინისტრის ადმინისტრაციამ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების ყოფილი
დირექტორის საჩივრის განხილვა დაავალა.
მაია სამიტაშვილმა საჩივრით, გიორგი გახარიას, 25 სექტემბერს
მიმართა.
-"მიმართვის შემდეგ, ძალიან სწრაფად მივიღე პასუხი, რომ საკითხის
შესწავლა დაიწყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო წესით საქმეს
მოვიგებ. ამიტომ მივმართე პრემიერს, რომ სამსახურში აღდგენის
შემთხვევაში, მშვიდად მუშაობის საშუალება მქონდეს,"-განაცხადა
სამიტაშვილმა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაადატურეს, რომ საკითხის შესწავლა
დაწყებულია.
-"პრემიერის ადმინისტრაციამ გადმოგვიგზავნა მოქალაქის განცხადება.
საქმის წარმოება და შესწავლა უკვე დაწყებულია. განმცხადებელი
ქალბატონი შესაბამის პასუხს დროულად მიიღებს," - განაცხადა კახეთში
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, ყვარლის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის
ხმაურიანი გათავისუფლების საქმეზე, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ
გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ გამოიტანა და მისი
სამსახურიდან დათხოვნის აქტი უკანონოდ სცნო.
გარდა ამისა, სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას, მაია
სამიტაშვილის სასარგებლოდ, 10 თვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სასამართლოს უარს, სამსახურში აღდგენის ნაწილში, გაერთიანების ყოფილი
დირექტორი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
მაია სამიტაშვილი თანამდებობიდან გასული წლის თებერვალში
გაანთავისუფლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის
მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა, გაერთიანების ყოფილ
დირექტორს, კაბინეტში უყვირა. ამ ფაქტს მუნიციპალიტეტის მერი
უარყოფდა.
მასალის გამოყენების პირობები