რას მალავენ დეკლარაციებში კახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები
კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების 40-ზე მეტი დეკლარაციიდან 7
მათგანში ხარვეზებია, მათ შორის დეკლარაციის არასწორად შევსების 7
ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 3 ფაქტი და
თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 შემთხვევა.
ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშშია
საუბარი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერს შოთა ნარეკლიშვილს
2019 წლის დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ შპს "ამბრას"
100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს როსტომ სესიაშვილს
დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი შპს "ცხრა ნომრის" 70%-იანი
წილის მფლობელი და დირექტორი.
ყვარლის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით
ქევხიშვილს არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, თამარ
დათულიშვილი შპს „ლამიანის” 100%-იანი წილის მფლობელია. დავით
ქევხიშვილი, ასევე, არის
კოოპერატივ „რკ ქინძმარაულის ვენახების” დირექტორი, თუმცა ეს
ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული.
აღსანიშნავია, რომ “რკ ქინძმარაულის ვენახებში” დავით ქევხიშვილის
პარტნიორი საქართველოს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეა, რომელიც
გამგეობის წევრისა და ერთ-ერთი
დირექტორის პოზიციას იკავებს. დავით ქევხიშვილმა 2012 წელს
„საქართველოს კონსერვატიულ პარტიას” 3 971 ლარი შესწირა.
საგარეჯოს მერს გიორგი ერბოწონაშვილს 2019 წლის
იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის
შპს „თემიდა+”-ის 100% წილის მფლობელი. გიორგი ერბოწონაშვილს
დეკლარირებული აქვს, რომ იგი
ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში შპს „ჯეოვაინი” (34%), შპს „GEO
EXPORT” (50%), შპს „კახეთი 3000”
(35.2%) და შპს „სამება” (50%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად,
მას აღნიშნულ წილები მართვის
უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია. გიროგი ერბოწონაშვილმა 2017
წელს 7 000 ლარი შესწირა პარტია „ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველოს”.
საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარეს ოთარ ჩალათაშვილს
აღნიშნული აქვს, რომ იგი ფლობს წილებს
შემდეგ კომპანიებში: შპს „ნაზვრევი” (50%), შპს „ჩალიუსი” (100%) და
შპს „სი-ეფ-ჯეი და პარტნიორები”
(100%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები
მართვის უფლებით სხვა პირისათვის
არ აქვს გადაცემული.ასევე, ოთარ ჩალათაშვილს არ აქვს დეკლარირებული,
რომ მამამისი, დავით ჩალათაშვილი არის კოოპერატივ
„რკ ნიუ ლეიქის” დირექტორი. ჩალათაშვილმა 2017 წელს 280 ლარი შესწირა
პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველო”.
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი
ღამბაშიძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ
აქვს აღნიშნული, რომ შპს „ქორიონის” მეწილეა. გიორგი ღამბაშიძეს
დეკლარირებული აქვს, რომ იგი არის შპს “ოქტოპუსის” 100% წილის
მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები
მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს
გადაცემული.
მასალის გამოყენების პირობები