გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი დღეს 12
საათზე დაიწყო. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის
შუამდგომლობა, რომელიც კირკიტაძის გათავისუფლებას ეხებოდა,
განუხილველად დატოვა.
მან პროცესზე განმარტა, რომ ეს საკითხი
წინა სასამართლო სხდომაზე უკვე განიხილეს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმყოფებიან ის პარლმენტარები,
რომელებიც დავით კირკიტაძეს თავდებში დაუდგნენ.
ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ სასამართლო პროცესი
ფარისველობის ზეიმს შეადარა.
-„ჩვენ რაც ვიხილეთ სასამართლოში, ეს არის ფარისევლობის ზეიმი, რასაც
სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ მოსამართლის მიერაა თავის
დროზე გაცემული დაკავების ორდერი, შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ
წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და პინგ-პონგს თამაშობს ორი სულგაყიდულო
მოსამართლე.“
როგორც ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, დავით კირკიტაძე
კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
-„ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო სხვადასხვა მიზეზების გამო,
ვარდება მსგავს სიტუაციაში. მოსამართლეს დღეს სახის მიმიკებზეც
ეტყობოდა, როდესაც გადაწყვეტილებას აცხადებდა, რომ სასამართლო
თავისივე სამართლებრივ განმარტებას დაუპირისპირდა. დღეს ელემენტარულად
სასამართლომ არ განიხილა შუამდგომლობა კირკიტაძის გათავისუფლების
თაობაზე და თქვა, რომ აქ არაფერი ახალი გარემოება არ არის.“
ადვოკატის თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ ევროპის ადამიანის
უფლებათა სასამართლოში.
დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი19 მარტს, 15:00 საათზე
ჩაინიშნა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით
კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და
ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით
17 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი
ნაწილით
აქვს წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები