სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდება
მიმდინარე წელს, სიღნაღში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის
მშენებლობა დაიწყება. ინფორმაცია speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
-„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იწყებს ავტოპარკისა და
ინფრასტრუქტურის განახლებას. აშენდება თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი შენობები. აღიჭურვება ინტერნეტით, მოეწყობა სავარჯოში
დარბაზები და მოედნები. ეს მკვეთრად გააუმჯობესებს
მეხანძრე-მაშველების საცხოვრებელ თუ საარსებო პირობებს. ბოლო თვეების
განმავლობაში, ახალი შენობები გაიხსნა რუთავში, ბათუმსა და ოზურგეთში.
წლის ბოლომდე მშენებლობა კიდევ სამ ქალაქში დაიწყება, მათ შორისაა
სიღნაღიც. აქვე გეტყვით, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური, საქართველოს მასშტაბით, პირველი ოქტომბრიდან მოხალისეების
რეგისტრაციას იწყებს. ისინი, ვინც სურვილს გამოთქვამენ, რომ
დატრენინგდნენ და კონკრეტული საგანგებო სიტუაციების დროს ჩაერთონ
მოხალისის სტატუსით, სპეციალურად მომზადდებიან. ასაკი შეზღუდული არ
იქნება. ჩვენ მათ ერთგვარ ბენეფიტად შევთავაზებთ, რომ უფასოდ
ისარგებლონ იმ ინფრასტრუქტურით, რითაც თანამედროვე სტანდარტის
შენობები აღიჭურვება, მაგალითად, სპორტული მოედნითა და სავარჯიშო
დარბაზით. მოხალისეთა ინსტიტუტის სისტემის შექმნასა და ორგანიზებაში
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვეხმარება.“ -განაცხადა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა speqtri.ge-სთან
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ავტოპარკის
განახლება დაიწყო და პირველ ეტაპზე 20 ახალი სახანძრო მანქანა
შეიძინა. უწყების განმარტებით, მაღალი გამავლობის მანქანები ტყის
ხანძრებისთვისაა განკუთვნილი და მისი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში
ცეცხლის ქრობაა. ამჯერად საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა.
რამდენიმე კვირაში კი საქართველოს საზღვარს დამატებით ტყის 14 ახალი
სახანძრო მანქანა გადმოკვეთს.
მასალის გამოყენების პირობები