სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება
საქართველოში, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის
მხარდაჭერით, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი განხორციელდება.
შეთანხმებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,
ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ასაქართველოში, რაიმუნდ
იელემ მოაწერეს. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერებისა
და სასოფლო მეურნეობების ხელშეწყობას.
პროექტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს ევროკავშირის
(EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა დაესწრო.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს სოფლისა
და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესებაში.
„FAO-სა და სამინისტროს მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება პირველია,
რომელიც ENPARD-ის პროგრამის III ფაზის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამის
მესამე ეტაპის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში
ევროკავშირის ელჩმა ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს.
2013 წელს, ENPARD-ის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს
ძლიერ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას უწევს. პროგრამისფარგლებში
შემუშავდა ახალი საწარმოო მოდელები და სტიმული მიეცა სოფლის
მეურნეობაში თანამედროვე სერვისების განვითარებას. ჩვენი შეფასებით,
ENPARD-ის პროგრამით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის
დაახლოებით მესამედმა, ამა თუ იმ ფორმით, ისარგებლა. ახლახანს
დაწყებული მესამე ფაზის ფარგლებში, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მთავრობის
მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის სექტორის
კონკურენტუნარიანობის ამაღლებას", - განაცხადა კრისტინა კასელამ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას
საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013
წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ
ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის
მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები
მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური
განვითარების შესაძლებლობების შექმნას.
მასალის გამოყენების პირობები