პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს
გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც
ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ რესურსსა და
ადმინისტრაციულ რესურსს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო
წინახელისუფლების პირობებში იმ დაწესებულებების პოლიტიზება, რომელთა
ფუნქცია ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვაა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა საჯარო
დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების
დეპოლიტიზება და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი
"ქართული ოცნებისგან" არ იღებს პარტიულ დავალებას, რომელიც
სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიერ პარტიის
მხარდაჭერას ითვალისწინებს.
არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების თანამშრომლები
არიან პარტიის აქტივისტები, რაც ამ უკანასკნელთა კონსტიტუციური
უფლებაა. თუმცა, ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი
პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად.
ამასთან, ისინი შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ არასამსახურებრივ
საათებში. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კვლავაც
იზრუნებს საჯაროსამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის
განუხრელ დაცვაზე და ადასტურებსმზადყოფნას, მოახდინოს სათანადო
რეაგირება ამ პრინციპიდან ყოველგვარგადახვევაზე. გარდა ამისა, მზად
ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ არჩევნების ყველანეიტრალურ
დამკვირვებელთან ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის თითოეული
ფაქტისშესასწავლად.
მასალის გამოყენების პირობები