"ამათ დედას ვატირებ “- გიორგი ხაზიური "ქართული ოცნების“ ბრალდებას პასუხობს
გურჯაანში "ქართული ოცნება“ "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“
მაჟორიტარი დეპტატობის კანდიდატს გიორგი ხაზიურს სააგიტაციო მასალის
შეღებვაში ადანაშაულებს.
„მათი ოფისის მიმდებარედ გაკრული იყო ჩვენი კანდიდატის
სააგიტაციო მასალა. თავად ხაზიურმა დააზიანა პლაკატები. ჩვენმა
ერთ-ერთმა მხარდამჭერმა დაინახა, რომ წითელ საღებავს ასხავდა, თუმცა
გადაღება ვეღარ მოასწრო. მათგან განსხვავებით ამაზე დიდი აჟიოტაჟი არ
აგვიტეხავს. ოპონენტები გრძნობენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ მაღალი
პროცენტით გაიმარჯვებს და ასე იმიტომ იქცევიან.“- აღნიშნა
"ქართული ოცნების" შტაბის შეხვედრების კოორდინატორმა კოტე
ბერიძიშვილმა.
ჩვენ თავად გიორგი ხაზიურს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნული
ბრალდება კატეგორიულად უარყო.
-„მაგათი პლაკატები ჩვენი ოფისის გვერდით გააკრეს, რაზეც
ჩვენი წარმოამდგენლები გაღიზიანდნენ და თქვეს, ავახევთო. მე ვუთხარი,
თითი არ დაადოთ-მეთქი. ეს არ იკმარეს, მოვიდნენ და ჩვენს
გამოსასვლელში 41 დაგვიწერეს. ახლა დავრწმუნდი, რომ ფანჯრებზე ბიძო
რომ ეწერა, ეგეც მაგათ ჩაიდინეს, არადა მაშინ ეჭვი „ნაციოანლებზე“
მქონდა. ასეთი ნაძირალა ხალხია და ამათ დედას ვატირებ სუყველას. ფული
ოხრად უნდა დავურჩინო, რაც პლაკატებში გადაიხადეს, ამათ სულყველას
დავამარცხებ და გავანადგურებ. პააატა ბურჭულაძე რომ ჩამოვიდა და 500
კაცი გავუტარე, გაგიჟებულები იყვნენ, წამოვიდნენ და ყურის ძირში
გაგვიკრეს პლაკატი. ის, ვინც მე მაბრალებს, დაამტკიცოს. სხვათა შორის,
დამასწრეს თორემ მეც სიამოვნებით შევღებავდი.“
აქვე განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად,
სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის
აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული, დასჯადია.
მასალის გამოყენების პირობები