2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების
რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება.
რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა:
"აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო
ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9
თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ
ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ
სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების
მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ
ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა -
არანაკლებ 1 გამოცდისა).
15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა
1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.:
აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის
ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც
(მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების
გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).
ასეთი შესაძლებლობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან
ერთად გაჩნდა - წინა წლებში ტესტების უცხოეთში დასაბეჭდად დაზუსტებული
ინფორმაცია თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი, 2016 წლიდან პროცესი ამ
კუთხითაც გაცილებით მოქნილი გახდება.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში
ცვლილება ვეღარ განხორციელდება."- განმარტავენ საგამოცდო
ცენტრში.
2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:
აბიტურიენტები;
პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
სტუდენტები;
მაგისტრანტობის კანდიდატები.
რეგისტრაცია 15 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები