ცენტრალური საარჩევნო კომისიის (სსიპ) საარჩვენო სისტემების
განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა თორმეტმა არასამთავრობო
ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით საჯარო
ანგარიში წარადგინა.
არასამთავრობოების მიერ წარდგენილი პროექტები, საგრანტო კონკურსის
ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო
ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 2015 წლის ოქტომბერში
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვას
უკავშირდებოდა.
პროექტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს
ეფუძნებოდა შემდეგ მიმართულებებს: ამომრჩეველთა ინფორმირება და
მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა შუალედური
არჩევნებისათვის.
შეხვედრა სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნინო ბერულავამ
გახსნა. მან საგრანტო კონკურსების მიმდინარეობასა და იმ მექანიზმების
თაობაზე ისაუბრა, რომლებიც ამ პროცესის გამჭვირვალეობასა და
საჯაროობას უზრუნველყოფს.
ინფორმაცია 2015 წლის 21 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის
ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით
დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.
პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში
გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის
"მედია ცენტრი კახეთი" - "ადგილობრივი მედია საგარეჯოს მოსახლეობის
საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის".
"კავშირი XXI საუკუნე" - "ჩაერთე არჩევნებში - შექმენი შენი
ტრადიცია."
"ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი
მეცენატი"- "შენი არჩევანი-ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირება
შუალედური არჩევნებისთვის".
რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" - "ინფორმირებული
ამომრჩეველი დემოკრატიული არჩევნებისთვის".
"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი"-
"ამომრჩეველთა ინფორმირება მარტვილში."
მეორე მიმართულება - მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015
წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური
არჩევნების პროცესში.
"ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI" - "მონაწილეობა
მნიშვნელოვანია - ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა არჩევნებში."
"თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია (თგუდა)" -
"ჩვენი ქვეყანა-ჩვენი არჩევანი."
"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის"- შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა ხელშეწყობა შუალედურ არჩევნებში
მონაწილეობისათვის"პრეზენტაცია
"საზოგადოებრივი დამცველი"- "პარლამენტის შუალედური არჩევნების
პროცესში ეთნიკური უმცირესობებისის ინფორმირებულობის გაზრდა."
"საქართველოს უსინათლოთა კავშირი"- "უსინათლოთა საარჩევნო უფლების
რეალიზების ხელშეწყობა."
"სოციალური დაცვის ლიგა" -"საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 2015 წლის
ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შშმ პირებისა
და ეკომიგრანტების მონაწილეობისათვის ხელშეწყობა."
"ქალები მომავლისათვის" - "არჩევნები და საზოგადოება."
პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
საკუთარი საქმიანობის შესახებ მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის
რეჟიმში გაუზიარეს.
მასალის გამოყენების პირობები