N12 გურჯაანის საოქლო საარჩევნო კომისიაში ტრენინგების ციკლი
დასრულდა, რომელსაც ჟურნალისტთა ასოციაცია-საზოგადოებრივი კავშირი
„მეცენატი“ ახორციელებდა.
პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების საარჩევნო ცნობიერების
ამაღლებას.
ოთხდღიანი ტრენინგები
სამ ჯგუფად ჩატარდა და ჯამში
60 ადამიანი გადამზადდა. სემინარებს უძღვებოდა
კვალიფიციური ტრენერი: ნანა იოსელიანი, სწავლების ცენტრის
კონტრუბუციის ფარგლებში კი პროექტში ჩართული იყვნენ N12 ოლქის
თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი და მდივანი მადონა ჯავახიშვილი.
როგორც ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ დირექტორი და პროექტის
ხელმძღვანელი, მაია ყალაბეგაშვილი ამბობს, სემინარებში მონაწილეობას
იღებდნენ მოქალაქეები გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან.
„მორიგი პროექტი, განსხვავებული იყო წინა პროექტებისგან თავისი
ფორმატით, რადგან მხოლოდ ერთ -გურჯაანის საარჩევნო ოლქზე იყო
ორიენტირებული.
შესაბამისად, ბენეფიციარებიც წარმოდგენილები იყვნენ ამ
მუნიციპალიტეტიდან. სულ სამი ჯგუფი დატრენინგდა. ძირითადი მიმართულება
იყო ელექტორატის ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო კულტურის გაზრდა.
ტრენინგები მიმდინარეობდა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის
შენობაში. ტრენერის რანგში ჩართულები იყვნენ საოლქო კომისიის
თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ტრენინგმა შესანიშნავად ჩაიარა.
მონაწილეების ემოციებიდან გამომდინარე, ასევე წინასწარი კვლევის
საფუძველზე ჩანს, რომ ისინი კმაყოფილები არიან ტრენინგის
მოდულებით.“
ტრენერის მადონა ჯავახიშვილის თქმით, მსგავსი სახის ტრენინგები ხელს
უწყობს ამომრჩევლის ცოდნის გაღრმავებას.
„მისასალმებელია მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება მოსახლებაში,
რადგან ეს გაზრდის ამომრჩევლებში ცოდნის დონეს. ტრენინგი ემსახურებოდა
არამარტო თეორიული მასალის მიღებას, არამედ გაჯერებული იყო პრაქტიკული
სამუშაოებითაც. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაიზარდა დამსწრე საზოგადოების
სამოქალაქო განათლება. სემინარები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებს, როგორიცაა არჩევნების არსი, დემოკრატიული საარჩევნო
პრინციპები და საკომუნიკაციო არხები. მონაწილეებმა, რა თქმა უნდა,
უამრავი ინფორმაცია მიიღეს. თუ შემდეგში ისინი იქნებიან ჩართულები
საარჩევნო პროცესში, როგორც კომისიის წევრები, როგორც დამკვირვებლები
ან თუნდაც უბრალო ამომრჩეველი, უკვე იციან როგორ უნდა მოახდინონ
თავიანთი უფლების რეალიზება.“
ტრენინგის მონაწილის, გიორგი ჩეკურიშვილის თქმით, სემინარზე ბევრი
ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რაც მანამდე მათთვის უცნობი იყო.
„სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს
ხელს, მათ შორის საარჩევნო გარემო და უფლებები. აქედან გამომდინარე,
აუცილებელი იყო ის ტრენინგი, რომელიც ჩატარდა საარჩევნო კულტურასთან
დაკავშირებით. ეს მნიშნელოვანი იყო არამარტო ჩემთვის, არამედ
დანარჩენი მონაწილეებისთვისაც. ძალიან ბევრი კანონი გავლილი მქონდა,
მაგრამ იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ამ დრომდე არ ვიცოდი. ჩემთვის
ძალიან საინტერესო იყო როგორც ნანა იოსელიანის, ასევე მადონა
ჯავახიშვილის სემინარი. ყველას მოვუწოდებ დაესწრონ ასეთ ტრენინგებს და
გაეცნონ საარჩევნო გარემოს.“
ტრენინგებით კმაყოფილია ნათია ხარაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში
გამოიყენონ.
„ყოველი დღე ძალიან ინფორმაციული იყო. წინა წლებში მიმიღია
მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ეს ტრენინგები საკმაოდ საინტერესო იყო
ყველა კუთხით. თუ არჩევნებში ჩავერთვები, როგორც კომისიის წევრი, უკვე
იმდენი გამოცდილება მივიღე პრაქტიკული სავარჯიშოებიდან, რომ შემდგომში
საკმაოდ გამიადვილდება მუშაობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
ტრენერებს და ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატს“, რომ მსგავსი
პროექტების ორგანიზებას აკეთებს და ხელს უწყობს მოქალაქეების
ინფორმირებას.“
შეგახსენებთ, რომ პროექტი „სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების
ხელშეწყობა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების გზით“ ხორციელდებოდა
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ ამავე თემაზე:
კარგი გზამკვლევი ამომრჩევლისთვის
- როგორ აფასებენ ტრენინგის მიმდინარეობას მონაწილეები
[Video-Photo]
აქტიური
მოქალაქის როლი საზოგადოებაში - მეცენატმა პირველი ჯგუფის ტრენინგი
დაასრულა [Video/Photos]
იმიტირებული არჩევნებიდან რეალურ არჩევნებამდე - მეცენატმა
ტრენინგების კურსი დაასრულა [Video]
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა
[Photo-Video]
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ციკლი
დაასრულა [Photo-Video]
რა
საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლებს [Video-Photo]
კვალიფიციური კადრი - დემოკრატიული არჩევნების გარანტი
[Photo-Video]
ტრენინგი,
რომელიც საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად
[Photo-Video]
მასალის გამოყენების პირობები