ჟურნალისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი განვითარების კავშირი
„მეცენატი“ ახორციელებს პროექტს „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო
შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური
მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და
სწავლების ცენტრი.
პროექტის ფარგლებში სულ 20 პოლიტიკური პარტიის 96 წარმომადგენელი
გადამზადდება. მათ ტრენინგები უტარდებათ სასტუმროში „ახაშენი -ღვინის
კურორტი“. სესიები მიმდინარეობს ისეთ თემებზე, როგორიცაა
გენდერული თანასწორობა, მედია და არჩევნები, კენჭიყრის დღის
პროცედურები, პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს
უზრუნველყოფაში, საარჩევნო ეთიკა და ა.შ.
-„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების
გასაძლიერებლადაა მიმართული. მსმენელები ისმენენ საკითხებს, როგორც
პოლიტიკური სტრუქტურის შესახებ, ასევეა მენეჯმენტი, რესურსების
მართვა, საუბარი იყო აგრეთვე სტრატეგიულ დაგეგმარებაზეც. რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, პირველად საქართველოში ტარდება მოდული, რომელსაც
ჰქვია პოლიტიკური განათლება და კულტურა. მსმენელები დიდ ინტერესით
მოუდგნენ ამ საქმეს. ძალიან კმაყოფილი ვარ ჯგუფის, რადგან მათ
ნაყოფიერად იმუშავეს. ტრენინგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. შეუძლიათ,
მიიღონ რჩევები და პრაქტიკაში განახორციელონ. კარგია, რომ პოლიტიკური
პარტიები დაინტერესებულნი არინ თავისი რიგების
გასაძლიერებლად.“-აღნიშნა ტრენერმა ნანა იოსელიანმა.
ტრენინგის მონაწილეების თქმით, მსგავსი ტიპის სემინარები ხელს
შეწუყობს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს გადამზადებული და კვალიფიციური
კადრი ჰყავდეთ.
-“ეს ტრენინგი ბევრის მომცემი იყო ჩემთვის. კმაყოფილი ვარ ტრენერებით,
მიღებული ინფორრმაციით და გარემოთიც. ამ სესიებიდან ბევრი ისეთი
სიახლე გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი. ვფიქრობ, აქ მიღებული ცოდნა
გამომადგება მომავალ არჩევნებზე მეც და ჩემს პარტიასაც. ძალიან დიდი
მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს.“-გვითხრა ნინო უშიკიშვილმა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კიდევ სამი ჯგუფის ტრენინგია
დაგეგმილი. მომდევნო სესია 25- დან 28 ივნისის ჩათვლით
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები