N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში დასრულდა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელიც
ითვალისწინებდა მოქალაქეების ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან
დაკავშირებით.
პროექტის : სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საარჩევნო
ცნობიერების ამაღლების გზით, მიზანია გურჯაანელი ამომრჩევლების
ინფორმირება, გააქტიურება და მათი საარჩევნო პროცესში ჩართულობის
ხელშეწყობა.
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია შემდეგი
მოდულების შესახებ: დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით
ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის
მნიშვნელობა;საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი
ორგანოების ფორმირების წესი; ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ
ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები; კენჭისყრის დღის
პროცედურები; სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე
კვალიფიციური ტრენერი ნინო იოსელიანი.
ტრენინგის მეოთხე დღეს კონტრიბუციის ფარგლებში ერთ დღეს ტრენინგი
ჩაატარა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია
ჩუთლაშვილმა.
„გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობა დაასრულა საგრანტო
პროექტის ფარგლებში პირველმა ჯგუფმა, სადაც კონტრიბუციის სახით
ჩართული არის საარჩევნო ადმინისტრაცია. მე წილად მხვდა ამ ჯგუფთან
მუშაობის ბედნიერება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს და მსგავსი პროექტები
ხელს უწყობს ჩვენი მოსახლეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და
საარჩევნო ინფორმირების დონის ზრდას. ჯამში კი ინფორმირებული,
მომზადებული ამომრჩეველი იძლევა იმის გარანტიას, რომ საკმაოდ მაღალ
დონეზე ჩატარდეს არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად
მოტივირებულია, რომ არაერთი მსგავსი პროექტი ჩატარდეს. მოხარული ვარ,
რომ გურჯაანში ეს პროექტი ისევ გრძელდება და მუნიციპალიტეტიდან კიდევ
უფრო მეტი მომზადებული ამომრჩეველი გვეყოლება. “
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი პეტრიაშვილი ტრენინგით კმაყოფილია
და ამბობს, რომ თუ მსგავსი პროექტი მომავალშიც განხორციელდება,
აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
„საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ ტრენინგში პირველად მივიღე
მონაწილეობა და ეს ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, ძალიან
მნიშვნელოვანი იყო. ოთხი დღის განმავლობაში გავიარეთ ბევრი პრაქტიკული
სამუშაო, გავეცანით საინტერესო ინფორმაციას . მადლობა მინდა
გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი
პროექტები ხშირად ჩატარდება, რომელშიც აუცილებლად მივიღებ
მონაწილეობას.“
მარი ბაცანაძის თქმით, ამომრჩევლის გასაცნობიერებლად, მსგავსი
ტრენინგები ხშირად უნდა ტარდებოდეს.
„ამ ოთხი დღის განმავლობაში ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი
საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში. ჩემთვის სიახლე იყო იმის
გაგება, თუ როგორი ცვლილებების განხორციელა შეუძლია აქტიურ მოქალაქეს.
“
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტს ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია
„მეცენატი“ ცესკოს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა
და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ ამავე თემაზე:
იმიტირებული არჩევნებიდან რეალურ
არჩევნებამდე - მეცენატმა ტრენინგების კურსი დაასრულა
[Video]
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა
[Photo-Video]
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების
ციკლი დაასრულა [Photo-Video]
რა საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლებს [Video-Photo]
კვალიფიციური
კადრი - დემოკრატიული არჩევნების გარანტი
[Photo-Video]
ტრენინგი,
რომელიც საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად
[Photo-Video]
მასალის გამოყენების პირობები