საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი
დაუჭირა. 83 მომხრე, 0-წინააღმდეგი, ასეთია კენჭისრყრის შედეგები.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით რუსული კანონის
განხილვა გუშინ, 16 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და დღეს, 17 აპრილს
გაგრძელდა.
ფართომასშტაბიანი ორდღიანი საპროტესტო აქციის, "კი ევროპას, არა რუსულ
კანონს!" მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ უკან არ დაიხია და
"უცხოური გავლენის გამჭვირვალოს შესახებ" კანონპროექტი პირველი
მოსმენით მიიღო.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის პროტესტი
მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოთხ ოპოზიციონერ
დეპუტატს დაატოვებინა დარბაზი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს
გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა
ბოკუჩავას და „ლელო“-ს წევრს ანა ნაცვლიშვილს.
შეგახსენებთ, რომ პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს
განიხილავს და კენჭს სამი მოსმენით უყრის:
- პირველ მოსმენაზე განიხილეს კანონპროექტის
ძირითადი დებულებები და პრინციპრები.
- მეორე მოსმენისას, კანონპროექტი მუხლობრივად
განიხილება
- მესამე მოსმენისას, შესაძლებელია კანონპროექტში
შევიდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები უკვე ორი
დღეა აქტიურად მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლებმა 15-16 აპრილს
14 მომიტინგე დააკავეს, ხოლო 16-17 აპრილს აქციის
18 მონაწილეა დაკავებული. აღსანიშნავია,
რომ გუშინ სპეციალური დანიშნულების რაზმმა გამოიყენა სპეციალური
საშუალებები და
სასტიკადაც გაუსწორდა აქციის რამდენიმე
მონაწილეს, მათ შორის, ჟურნალისტებს.
მასალის გამოყენების პირობები