რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მთლიანად უკრაინას კიდევ
ერთხელ ემუქრება.
„ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ აპირებს დიალოგს მათთან, ვინც
ულტიმატუმებს აყენებს. ამჟამინდელი "ულტიმატუმები" საბავშვო მოთელვაა
მომავლის მოთხოვნებთან შედარებით და მან იცის ისინი: კიევის რეჟიმის
სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“, - წერს მედვედევი
„ტელეგრამზე“.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,
რომ არ დაელაპარაკება მათ, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. „ეს არის ჩემი
პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, -
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები