ლატვიის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“
გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სეიმი
ლატვიის პარლამენტის ვებ-გვერდზე ავრცელებს.
სეიმის
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 11 აგვისტოს
გადაწყვეტილებით, რუსეთი- ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ხოლო
უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის
ქმედებები ტერორიზმად არის მიჩნეული.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები
მიზანმიმართულად ესხმიან თავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და
იყენებენ ტანჯვისა და დაშინების მეთოდებს, როგორც ინსტრუმენტს
უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზებისთვის, რათა ქვეყნის
ოკუპაცია განახორციელონ.
მასალის გამოყენების პირობები