თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოანის განცხადებით, თურქეთი
განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო “Daily News”-ი
ავრცელებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. გავაერთიანებთ
უსაფრთხოების რგოლებს სირიაში იმ უკანასკნელი ტერიტორიების
გასაწმენდად, რომლებზეც ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს. ჩვენი
გადაწყვეტილება- შევქმნათ 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ხაზი ჩვენი
სამხრეთ საზღვრის გასწვრივ ძალაში რჩება“, - აცხადებს თურქეთის
პრეზიდენტი.
ერდოანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს სკანდინავიური
ქვეყნების - ფინეთისა და შვედეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ
ალიანსში) გაწევრიანებას, თუკი მადრიდის სამიტზე გაჟღერებული
დაპირებები არ შესრულდება.
„[ნატოში] იმ სახელმწიფოების წევრობა, რომლებშიც „ქურთისტანის მუშათა
პარტიის“ წევრები უწესოდ იქცევიან, ზიანს აყენებს იმ ღირებულებებს,
რომლებსაც ნატო იცავს.
ვინარჩუნებთ ჩვენს მკაფიო და მტკიცე პოზიციას ფინეთისა და შვედეთის
მიმართ.
ნატოს არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს უსაფრთხო თავშესაფარი FETÖ-ს
(ფეთულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია) ლაჩრებისა და „ქურთისტანის
მუშათა პარტიის“ ტერორისტებისთვის, რომლებიც თურქეთის მართლმსაჯულებას
გაექცნენ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
მასალის გამოყენების პირობები