რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტმა ალან
გოგლოევმა ხელი მოაწერა „მთავრობის“ გადადგომის განკარგულებას.
ცხინვალის ე.წ მთავრობის წევრებს ამ ეტაპზე „მოვალეობის დროებით
შესრულება“ დაევალათ.
ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე
„მთავრობას“ კვლავ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს.
შეგახსნებთ, რომ გაგლოევი „პრეზიდენტის“ მოვალეობის შესრულებას 24
მაისიდან, ცხინვალში გამართული „ინაუგურაციის შემდეგ შეუდგა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტური 8 მაისს ჩატარდა, რა დროსაც გაგლოევმა ხმების 56%-ით დაამარცხა
იმ დროისთვის მოქმედი „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი.
ცნობისთვის, ცხინვალის რეგიონის ტერიტორია „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“
აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს.
შესაბამისად, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“ მხოლოდ ეს
ქვეყნები ცნობენ ლეგიტიმურად.
მასალის გამოყენების პირობები