პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესი
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვით, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე.

ორგანიზაციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ამგვარი გავლენა დემოკრატიულ ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავს შეფასებას იძლება Freedom House-იც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებისას.

„ოლიგარქიულ გავლენას განიცდის ქვეყნის პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მედია გარემო, ხოლო პოლიტიზაცია ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“,-ვკითხულობთ Freedom house-ის შეფასებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს.

ბიძინა ივანიშვილმა ქართული საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა

2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რათა საზოგადოებაში ზედმეტი კითხვები არ გაჩენილიყო.

ივანიშვილმა რუსეთში მის სახელზე არსებული პირდაპირი აქტივები მართლაც გაყიდა, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით დგინდება, რომ „2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით კი, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс). ამით დგინდება, რომ მან, ფაქტობრივად, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.“

აქვე დგინდება, რომ რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც ეწევიან. მათ საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ. ორგანიზაციის შეფასებით, ეს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად შეიძლება განვიხილოთ.

„უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ – ავტორი ანნა კუვიჩკოა“,-ვკითხულობთ კვლევაში.


ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესის ფლობის გზები

1. ოფშირული კომპანიები- „ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს ოფშირული კომპანიების მეშვეობით ფლობს. ანალოგიურ სქემას ის საქართველოშიც იყენებს, სადაც რამდენიმე ათეულ კომპანიას ისე ფლობს, რომ მისი სახელი პირდაპირ არსად ჩანს.

ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით 3 ოფშორული კომპანიის გამოვლენა (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების კვლევა.“ - აღნიშნულია კვლევაში.

2. ნათესავები- „მეორე გზა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესინტერესები რუსეთში, მისი ნათესავების სამეწარმეო საქმიანობაა. ბიძინა ივანიშვილი ნათესავებს ხშირად ანდობს მისი ინტერესების წარმომადგენლობასა და კომპანიების მართვას.

ივანიშვილი ნათესავებს სახელმწიფო საკითხების მოგვარებაშიც რთავდა, რითაც მტკიცდება მათ მიმართ მისი განსაკუთრებული ნდობა. მაგალითად, ცნობილია, რომ უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. იგი იყო როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ სს „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მოადგილე, ისე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის – „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანიის მეწილე.

ასევე საინტერესოა რომ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. შესაბამისად, ივანიშვილის ნათესავების სამეწარმეო საქმიანობა რუსეთში ასევე უნდა განვიხილოთ მის ბიზნესინტერესად.“ - ვკითხულობთ კვლევაში.

3. წარმომადგენლები- ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობითაც მართავს. მაგალითად, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ბერმუდის უზენაეს სასამართლოში არსებული საქმის მასალებში სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წარმომადგენლებად ნახსენები არიან შემდეგი ადამიანები:

ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერმინისტრი);
ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი);
გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე)
ზვიად ხუხუნაშვილი („ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი).

როგორც კვლევაში ვკითხულობთ: „ის ფაქტი, რომ წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების განმკარგავი ადამიანები დღემდე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ, მხოლოდ ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები შესაძლოა მათი ყოფილი დამსაქმებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.“

ბიძინა ივანიშვილის კომპანიები რუსეთში

1. შპს „აკვა-სფეისი“ და შპს „აკვა ცენტრი“

„დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფშორული კომპანია „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ (Vanity Overseas Limited) მეშვეობით რუსეთში ფლობს შპს „აკვა-სფეისს“ (ООО Аква-Спейс). შპს „აკვა-სფეისი“ Vanity Overseas Limited-მა 1997 წელს დააფუძნა და 2015 წლიდან 100%-იანი წილის მფლობელია.

2015 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორია ოლგა ბოროვიკოვა (Боровикова Ольга Анатольевна), რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია „უნიკორის“ (Уникор) სამართალმემკვიდრის, შპს „დოლგოვოე აგენსტვოს" (ООО Долговое Агентство) დირექტორიცაა.

2013 წლის ივნისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრი იყო, შპს „აკვა-სფეისს" რუსეთში ორი კომპანია შეერწყა: შპს „ენტერპრაიზის სერვისი" (ООО Энтерпрайзис Сервис) და შპს „პრესტიჟ მარკეტი" (ООО Престиж Маркет), ხოლო 2014 წელს კიდევ ერთი კომპანია – შპს „ტრანსფორმინგ ჯგუფი" (ООО Группа Трансформинг) შეუერთდა.

საინტერესოა, რომ Vanity Overseas Limited რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც ფლობს ანალოგიური საქმიანობისა და სახელწოდების კომპანია შპს „აკვა ცენტრს“, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.“ - აღნიშნულია კვლევაში.
2. შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი" და მასთან გაერთიანებული 7 კომპანია

„2015 წლამდე ოფშორული კომპანია „ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-ის გავლით ბიძინა ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი" (ООО ПА ТехГлобал), რომელსაც 2014 წელს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ ერთი კომპანია შპს „რესურსფიუჩერსი" (ООО Ресурсфьючерс).

ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, 2008 წლის 31 ივლისს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ 6 კომპანია: შპს „ტრანსფინანსაქტივი“ (ООО ТрастФинансАктив), შპს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფინანსურ-ანალიტიკური ჯგუფი“ (ООО ФГ ЦБ), შპს „მეტპრომ ჰოლდინგი“ (ООО МетПром Холдинг), შპს „ტელეკომქსელი“ (ООО Телекомсеть), შპს „სპეცპრომტრანსი“ (ООО СпецПромТранс), და შპს „სერვისტექალიანსი“ (ООО СервисТехАльянс).

„ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-თან ბიძინა ივანიშვილის კავშირს (ბენეფიციარული მესაკუთრეობა) ადასტურებს სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება. Wellminstone S.A.-ი რუსეთში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი კომპანიის დამფუძნებელი და მეწილე იყო.“
3. შპს „ფირმა ავეკი", შპს „ტერსი" , შპს , კმა-ჰოლდინგტრანსი" და შპს „მკ-ჰოლდინგი"
„ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანია „ვენიგენ მენეჯმენტ ლიმიტედი“ (Wenigen Management Limited) ასევე აქტიურად აარსებდა და ფლობდა კომპანიებს რუსეთში.

ამ კომპანიის გავლით 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ფლობდა წილებს მინიმუმ 4 კომპანიაში: შპს „ფირმა ავეკი"– 2019 წლის ივნისამდე, შპს „ტერსი"- 2015 წლის ნოემბრამდე, შპს „კმა-ჰოლდინგტრანსი" – 2015 წლის ივნისამდე, და შპს „მკ-ჰოლდინგი"– 2013 წლის ნოემბრამდე.

ამასთანავე, შპს „ტერსს“, თავის მხრივ, 2010 წელს შეუერთდა კიდევ ერთი კომპანია შპს „ჟელეზორუდნი ჰოლდინგი“, რომელსაც მანამდე ასევე ფლობდა აღნიშნული ოფშორი.

ზემოხსენებული კომპანიები დაკავშირებულია შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით ისევ Wenigen Management Limited-ს უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების შესწავლა.“
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ე.წ აგენტების
კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში 121
ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია შეიტანს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში 121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია შეიტანს.
17:03 / 17.07.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური
გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
16:36 / 17.07.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის
მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და თავდაცვის
ძალებისთვის 2024 წელს გამოყოფილი 30-მილიონიანი დახმარების გაყინვას.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და თავდაცვის ძალებისთვის 2024 წელს გამოყოფილი 30-მილიონიანი დახმარების გაყინვას.
15:43 / 09.07.2024
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად 2024 წლისთვის
გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეაჩერა.
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად 2024 წლისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეაჩერა.
15:02 / 09.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 14 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 5 / 15 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 14 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 6 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.