დღეს ვლადიმირ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას
აღნიშნულთან დაკავშირებით BBC ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სამდივნოს
სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ვლადიმერ ვოლფოვიჩ
ჟირინოვსკი გარდაიცვალა,"- წერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს
სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ტელეგრამის არხზე.
ვლადიმირ ჟირინოვსკი 30 წელზე მედტხანს იყო რუსულ პოლიტიკაში. იგი
თებერვლის დასაწყისში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს
საავადმყოფოში, სადაც მისი მდგომარეობა გართულდა.
შეგახენებთ, რომ 25 მარტს მედიამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია
ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ, თუმცა ვოლოდინმა სწრაფად უარყო
მისი გარდაცვალება.
მასალის გამოყენების პირობები