ფსონზე დევს თვით რუსული ცივილიზაციის არსებობა - ვლადიმირ მედინსკი
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის,
უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში, ვლადიმირ მედინსკის თქმით,
ახლა „ფსონზე დევს თვით რუსეთის, რუსული ცივილიზაციის არსებობა.
მედინსკიმ აღნიშნული განცხადება მოსკოვში გამართულ ისტორიული
განათლების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, "კოლექტიური დასავლეთი უბიძგებს რუსეთს პოლიტიკური
სისტემისა და ქვეყანის განადგურებისკენ".
„ვითარება შეიძლება შევადაროთ 1917 წლის თებერვლის მიჯნაზე არსებულ
არეულობასა (რაც მონარქიის დამხობით დასრულდა) და 1989 წელს საბჭოთა
კავშირის დაშლას.
დღეს, 24 მარტს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვე სრულდება. კრემლი
ამ ქმედებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არნახული სანქციები დაუწესეს და
ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი მიზანი ომის შეჩერებაა.
რუსეთი ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად აცხადებს, რომ მას შეუძლია
ბირთვული იარაღის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს
„საფრთხე ემუქრება“.
მედინსკის მხრიდან გაჟღერებული ფრაზა - „რუსეთის არსებობა საფრთხის
წინაშეა“, - თანხვედრაშია რუსული სამხედრო დოქტრინის შინაარსთან.
კრემლის არაერთი განმარტებით, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ბირთვულ
შეტევაზე პასუხს. მათი თქმით, რუსეთს სრული უფლება აქვს გამოიყენოს
ბირთვული იარაღი ნებისმიერი „შეიარაღებული აგრესიის“
შემთხვევაშიც.
შეგახსენებთ, კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მხრიდან გაჟღერებულ
სიტყვებს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება რეალური
შესაძლებლობაა რუსეთისთვის „ეგზისტენციალური საფრთხის“ შემთხვევაში.
პესკოვმა ეს გზავნილი ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები