ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი CNBC-სთან საუბარში
აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მისი უკრაინაში
შეჭრის შემთხვევაში, კვლავ განიხილება.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, CNBC ავრცელებს.
სტატიის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
როდესაც შაბათს ლაიენს ჰკითხეს „რუსეთის გაზის გიგანტ გასპრომისთვის“
სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე, მან უპასუხა, რომ „ყველაფერი
მაგიდაზეა“.
ევროკავშირის ლიდერმა მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე თქვა, რომ
გაზპრომისგან ევროპაში გაზის, დაახლოებით, 40%-ის იმპორტი
ხორციელდება, რაც ფონ დერ ლაიენმა შეაფასა, როგორც „არამდგრადი
დამოკიდებულება“.
მან თქვა, რომ წარმატებით თანამშრომლობდა ალტერნატიულ მომწოდებლებთან,
მათ შორის, როგორიცაა აშშ.
იანვარში გვქონდა ენერგიის მოწოდების ყველაზე მაღალი რაოდენობა [სხვა
მომწოდებლებისგან] და უკვე ვიცით, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის
მოწოდებას, ჩვენ შევძლებთ ამ ზამთრის გადალახვას რუსული გაზის გარეშე,
მაგრამ სხვა მომწოდებლების მარაგით, ეს კარგია“, - თქვა ფონდერ
ლაიენმა
იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი ამტკიცებს,რომ რუსეთის
წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური სანქცია არ უნდა ეხებოდეს ენერგიის
იმპორტს. იტალია რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორია
ევროკავშირში.
ფონდერ ლაიენი ამტკიცებდა, რომ მნიშვნელოვანია, არ გამოვრიცხოთ
რომელიმე ვარიანტი და აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგეტიკული ექსპორტის
ორი მესამედი მოდის ევროპაზე, რაც რუსეთის ბიუჯეტისთვის მეტად
მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რუსეთისთვის არ არის „ჭკვიანური ნაბიჯი“
ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა.
ფონ დერ ლაიენმა დრაგი დაარწმუნა, რომ ევროპა გაზს სხვა
მომწოდებლისგან მოიპოვებს, კონტინენტზე გადის მილსადენების ქსელი,
რათა „იტალიას საკმარისი გაზი მიეწოდოს და ქვეყანა უსაფრთხოდ
იყოს“.
ნატო-ს (ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი) გენერალურმა მდივანმა იანს
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ევროკომისია „მტკიცედ მუშაობდა“ რუსეთზე
ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად.
მასალის გამოყენების პირობები