უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დასასრულს, ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.
სატელეფონო საუბრისას, ლიდერებმა იმსჯელეს
თავდაცვის საკითხებზე უკრაინის გარშემო-გაცვალეს არსებული ინფორმაცია,
შეფასებები და ისაუბრეს დეესკალაციის გზებზე.
ვოლოდმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინული მხარე ხედავს
ყველა არსებულ რისკს და მზად არის ნებისმიერი მოქმედებისთვის.
„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართ. უკრაინის
დედაქალაქი, კიევი და სხვა ქალაქები-ხარკოვი და ლვოვი, დნეპრი და
ოდესა უსაფრთხო და დაცულია“,-განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა აშშ-სა და სხვა პარტნიორების ნაბიჯები,
რომლებიც აგრძელებენ ქვეყნის ეფექტურ მხარდაჭერას.
„ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვიმედოვნებთ, რომ, ყველაფერზე მეტად, ეს
დაგვეხმარება პანიკის გავრცელების პრევენციაში“,-თქვა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინის
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და
ხაზი გაუსვა ქვეყნის უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის
მნიშნვნელობას.
„მზად ვართ განვიხილოთ ისინი განსხვავებულ ფორმატში“,-თქვა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინის
უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს.
თანამოსაუბრეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოზიციების ერთიანობა
სამშვიდობო პროცესის განბლოკვისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით,
პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა. ყურადღება გამახვილდა
ყველა არსებული მოლაპარაკების ფორმატში დეესკალაციისა და მშვიდობის
მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა აშშ-ს ძალისხმევის მნიშვნელობა უკრაინის
საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის საქმეში. უკრაინის
პრეზიდენტმა შეაქო აშშ-სთან აქტიური თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და
თავდაცვის სფეროში, რაც ხელს უწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების
შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ნატოს წევრები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ
უკრაინული ჯარი არის გასაღები ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის“,-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ლიდერებმა რუსეთის მხრიდან აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში
სანქციებზე ისაუბრეს.
ასევე განიხილეს უკრაინის ფინანსური და ენერგეტიკული სტაბილურობის
გაზრდის საკითხი არსებული გამოწვევების ფონზე.
ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯოზეფ ბაიდენს მხარდაჭერისთვის
და მიიწვია უკრაინაში: „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ჩამოსვლა კიევში
უახლოეს დღეებში, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის,
იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას.“
მასალის გამოყენების პირობები