რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის მხრიდან სამხედრო მოქმედებების
პარალელურად, ომის დაწყების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსული მედიასაშუალება
„რადიო-მოსკოვის ექო“(Радио Эхо Москвы) ავრცელებს.
სტატიის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
„საგანგაშო ინფორმაციის ნაკადი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ
დღითიდღე ძლიერდება. რუსეთი აქტიურად ამზადებს სამხედროებს, აგზავნის
საწვავსა და სამხედრო ტექნიკას ლუგანისა და დონბასის ტერიტორიებზე.
უკრაინაც ემზადება-ნატო დამატებით ძალებს აგზავნის აღმოსავლეთ
ევროპაში. დაძაბულობა არათუ მცირდება, არამედ პირიქით-მატულობს.
რუსეთის მოქალაქეები, ფაქტობრივად, ფედერაციის კრიმინალური
ავანტიურიზმის ტყვეებად იქცნენ, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ
ხაზად გადაიქცა. რუსეთის მოქალაქეები არა მარტო გაურკვევლობაში არიან,
არამედ ამჩნევენ ფასების მკვეთრ ზრდასა და ნაციონალური ვალუტის
გაუფასურებას. სჭირდებათ კი, რუსებს ასეთი პოლიტიკა? უნდათ კი, მათ
ომი და მზად არიან თუ არა ასეთი „ტვირთის“ სატარებლად? აძლევენ კი,
ისინი მთავრობას უფლებას, მათი ბედით ასე ითამაშონ?
მაგრამ, მოქალაქეებს არავინ ეკითხება. სახალხო დისკუსიები არ
არსებობს. სამთავრობო ტელევიზიებში მხოლოდ ერთი პოზიციაა ნაჩვენები და
ეს პოზიცია ომის მომხრეებისაა. გაჟღერებულია მხოლოდ საომარი მუქარა,
აგრესია და სიძულვილი უკრაინის, ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების
მიმართ. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ომი განიხილება, როგორც
გარდაუვალი და დასაშვები მოვლენა. ხალხს ატყუებენ და რყვნიან, თავს
ახვევენ დასავლეთთან „წმინდა ომის“ იდეას, იმის ნაცვლად, რომ
განავითარონ ქვეყანა და აამაღლონ ცხოვრების დონე. შედეგებს არავინ
განიხილავს, თუმცა ამ საფასურის-უზარმაზარისა და სისხლიანის-
გადახდა,ზუსტათაც, რიგით მოქალაქეებს მოუწევთ.
„ჩვენ, რუსეთის პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და პატრიოტები,
მივმართავთ და გამოწვევას ვუგზავნით ღიად და სახალხოდ „ომის პარტიას“,
რომელიც ჩამოყალიბდა არსებულ მთავრობაში.
ჩვენ გამოვხატავთ რუსეთის იმ მოქალაქეების აზრს, რომელთაც სძულთ ომი,
ის მუქარა და კრიმინალური სტილი, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის
რიტორიკაშია.
ჩვენ გვძულს ომი, თქვენ კი მას დასაშვებად მიიჩნევთ. ჩვენ მსოფლიო
კეთილდღეობისა და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად გამოვდივართ, თქვენ
კი მათ სიცოცხლესა და ბედს პოლიტიკური თამაშისთვის იყენებთ. თქვენ
ატყუებთ ხალხს, ჩვენ კი მათ სიმართლეს ვეუბნებით. ეს ჩვენ ვსაუბრობთ
რუსეთის სახელით და არა თქვენ, იმიტომ, რომ ერი, რომელმაც მილიონობით
ადამიანი დაკარგა ომებში, უამრავი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობენ
ლოზუნგით- „ოღონდაც არ ყოფილიყო ომი“- დაგავიწყდათ ეს?
ჩვენი პოზიცია გარკვევით მარტივია: რუსეთს არ სჭირდება ომი უკრაინასა
და დასავლეთთან. ჩვენ არავინ გვემუქრება, არავინ გვესხმის თავს.
პოლიტიკა, რომელიც ასეთი ომის იდეაზეა დამყარებული ამორალური,
უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივია, ეს არ შეიძლება რუსი ხალხის
სახელით იყოს გაჟღერებული. ასეთ ომს არ შეიძლება ჰქონდეს არც
ლეგიტიმური, არც მორალური მიზანი.
დიპლომატიას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სხვა პოზიცია, გარდა ასეთი
ომის მიუღებლობისა.
ომი, არათუ არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, არამედ საფრთხეს
უქმნის თვით ქვეყნის არსებობას. მთავრობის არაადეკვატური ქმედებები,
რომლებსაც ამ საზღვრამდე მივყავართ, გარდაუვლად იწვევს რუსეთში ასეთი
მასშტაბის ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ჩამოყალიბებას. თითოეული
ჩვენგანი კი, ბუნებრივად ხდება ამ მოძრაობის ნაწილი.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალას არ აღემატება, არ
დავუშვათ-საჭიროების შემთხვევაში კი, შევაჩეროთ ომი,“-ვკითხულობთ
სტატიაში.
რუსეთი მოქალაქეთა ხელმოწერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები