დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი წარადგინა.
“მოგეხსენებათ, ქალბატონი ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული
თანამდებობიდან და მინდა, პიველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა
გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები.
დღეს წარმოგიდგენთ ახალ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს- ბატონ
ზურა ბაზარაშვილს.
ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს
ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება. არის ძალიან კარგი,
ძლიერი მენეჯერი. Ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში.
Როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ბატონი ზურა მაშინ იყო “დელტასა”
და “თბილავიამშენის” ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით,
განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის
საქართველოს ავიაციის აღდგენა და უამრავი სხვა პროექტი, რომელიც
უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის
გაძლიერებას და ა.შ.“
Მისივე განცხადებით, ახალი მინისტრი არის უაღრესად წესიერი და
განათლებული ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული ის
გამოწვევა, რომელიც დღეს არის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის
წინაშე.
„მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის ხუთი შვილის მამა და
ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი. აქვე
მინდა აღვნიშნო, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგადად, ასეთი
უზარმაზარი სამინისტროს მართავაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად
დანიშვნას. მოგეხსენებათ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის,
დაახლოებით, 6 მილიარდი ლარი, ეს არის მთლიანი ბიუჯეტის, თითქმის,
მესამედი და, ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი
კადრი გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა,”-განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვების
შესახებ, დაახლოებით, 2 კვირის წინ განაცხადა. ის საქმიანობას
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები