თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "
მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ყვარლის
მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მისი ბანერი დააზიანეს.
ბანერი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის კედელზე იყო
განთავსებული.
-"ქართული ოცნების" წარმომადგენლები იქნებოდნენ, სხვა ვინ თუ არა
ისინი. როგორც ოჯახის მეპატრონემ მითხრა, წუხელ პირველის ნახევარზე
მომხდარა შემთხვევა. ამბობს, სამი სროლის ხმა გავიგე, ფანჯარაში რომ
გამოვიხედე კედელზე ძვრებოდნენ და ჩამოგლეჯვაც უნდოდათო. მე ვერ
დავადგენ ნასროლია თუ არა, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მინდა აღვნიშნო,
რომ სამი ერთნაირი ნახევი აქვს ბანერს."
speqtri.ge თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის "ქართული ოცნების"
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა,
რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან "ქართული ოცნების" კავშირი
კატეგორიულად უარყო.
- "მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობა"
არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მე შემიძლია ჩვენს მოსახლეობას
სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ამ ფაქტთან არანაირი
კავშირი არ მაქვს მე და არც "ქართულ ოცნებას". ასეთი ცრუ ბრალდებები
არის მხოლოდ მათი პოლიტიკური სტილი, კამპანია და მეტი არაფერი. მე
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თუ ეს ტექნიკურად
შესაძლებელია, მოკლე ვადაში გამოიძონ და პასუხი აგებინონ ვინც არ უნდა
იყოს. ეს ჩვენ გვაზაიანებს იმის გამო, რომ "ნაციოანლური მოძრაობის"
წარმომადგენელს ლაპარაკის საფუძველი ეძლევა. სიმართლე
გითხრათ, იმ ფოტოზე რაც ვნახე,
დაზიანება ვერ ვიპოვე."
მომხდარზე პოლიციამ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. გიორგი
ბოტკოველი პოლიციამ უკვე გამოკითხა, ამჟამად სახლის მეპატრონის
დაკითხვა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები