სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი პარტიის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
-
"როგორც ჩანს, პრემიერ- მინისტრი კვირიკაშვილი წარმატებით
აგრძელებს ღარიბაშვილის ხაზს. კორცხელი, პირადი ცხოვრების ამსახველი
კადრების გავრცელება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა
შანტაჟი, დეპუტატობის კანდიდატის ოფისის დარბევა ამის ნათელი
დასტურია. ესეთი თავდასხმები, მხოლოდ გვაძლიერებს და ბრძოლის ჟინს
გვმატებს ჩვენ. დღევანდელი ფაქტი იმითაა სამწუხარო, რომ პარტიის ოფისი
განთავსებულია ჩვენი თანამებრძოლი ქალბატონის ნატო ქადაგიძის სახლში,
რომელსაც ყავს მცირეწლოვანი შვილები, და ეს შემთხვევა და მანამდე,
ოფისის ტყვიებით დაცხრილვა მძიმე ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს ბავშვებზე.
ასეთია, გასაოცარი დემოკრატიის და თავისუფლად სუნთქვის შედეგები. უნდა
ითქვას, რომ მთელი დედოფლისწყაროს მოსახლეობაა ასეთ ვითარებაში.
ხალხის დაშინება, ქუჩაში ადამიანებისთვის საქმის გარჩევები პოლიტიკური
შეხედულებების გამო, მუქარა, რომ სამსახურიდა გაათავისუფლებენ, ან
სოციალურ დახმარებას შეუწყვეტენ ამ რაიონის სამწუხარო ყოველდღიურობაა.
ამ მუქარებს პირადად ახორციელებენ ღარიბაშვილის მამა , და მათი
მოურავი (ასე ეძახიან ადგილობრივები), ვინმე "კაკაშა", შესაბამისად,
ძალადობის მთავარი ორგანიზატორებიც ესენი არიან აწ უკვე კვირიკაშვილის
დაკვეთით მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო
პროცესები."
როგორც speqtri.ge-ს "ქართული ოცნების" დედოფლიწყაროს რაიონული
ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა განუცხადა, მომხდარი მათ
პარტიას არ უკავშირდება.
-
"ნაციონალური მოძრაობის" ეს განცხადება აბსურდი და ღიმილის
მომგვრელია. "ქართულ ოცნებას" ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც
შეეხება ვინმე "კაკაშას", ის ჩვენი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ მე
რა გითხრათ ამ ადამიანის განწყობის შესახებ."
გვიან ღამით, დედოფლისწყაროში, "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის
კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი დააზიანეს და
ოფისის მინები ჩაამსხვრიეს. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები