პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თელავში კახეთის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში ირაკლი
სესიაშვილია. "ირაკლი სესიაშვილი პირველივე დღიდან „ქართული ოცნების“
გუნდის წევრია. პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტს.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილია.
იგი ასევე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. ის პროფესიით
იურისტია და გახლავთ კახეთის გუბერნატორი. ზედმიწევნით იცის კახეთის
პრობლემები. ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროდან არის. ძალას არ
დაიშურებს სიღნაღელების და დედოფლისწყაროელებისთვის და ყველაფერს
გააკეთებს პარლამენტში მათი ინტერესების დასაცავად."-აღნიშნა
პრემიერმა.
ახმეტაში გიორგი კვირიკაშვილმა გელა სამხარაულ წარადგინა. "გელა
სამხარაული უკვე გამოცდილი პარლამენტარია. წესიერი, პატრიოტი კაცია,
რომელსაც უზომოდ უყვარს ჩვენი სამშობლო.
ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილია. იგი
პროფესიით იურისტია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
დაფუძნებელი-წევრია. გახლავთ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის
წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. მას ასევე, საბანკო სფეროში
მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაგოდეხელებს ღირსეული
წარმომადგენელი ეყოლებათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია დავით
სონღულაშვილი. იგი პროფესიით ეკონომისტია. განათლება აქვს მიღებული
მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის
უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან
პოზიციებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დავით სონღულაშვილი
წარმატებული ახალგაზრდაა და სწორედ ის გააგონებს მთელს საქართველოს
გურჯაანელების ხმას პარლამენტიდან."-განაცხადა პრემიერმა.
საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რომან მუჩიაშვილია. იგი
პროფესიით ფინანსისტია.
მასალის გამოყენების პირობები