გურჯაანის საჯარო სკოლების დირექციას დამატებითი ინსტრუქციები
გადაეგზავნა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსენტრის
ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს,
გუშინ დაიწყო და დღეს დღის ბოლომდე სკოლებში დირექტორები იმუშავებენ.
-„პირველ რიგში, უნდა გადაიხედოს მოსწავლეების მონაცემები და
დაზუსტდეს მათი ინფორმაცია, რადგან ისინი ხშირად იცლიან ელექტრონული
ფოსტის მისამართს თუ ტელეფონის ნომერს. ამის საფუძველზე უნდა
მოწესრიგდეს მონაცემები ბავშვებისა და მშობლების შესახებ, რომ ვიცოდეთ
სრულყოფილი ინფორმაცია მოსწავლეების ინტერნეტსა და კომპიუტერულ
მოწყობილობებთან წვდომის შესაძლებლობებზე. ამის შემდეგ უკვე იქნება
ნათელი სურათი. თუკი რომელიმე ბავშვი ობიექტური გარემოებების გამო,
დარჩენილია დისტანციური სწავლების მღმა, მათთვის უნდა შემუშავდეს
შესაბამისი ინსტრუქციები, რაც გაამუჯობესებს ონლაინ სწავლების
პროცესს. “
გამოცხადდება თუ არა აკადემიურ წლად მიმდინარე სასწავლო წელი, დალი
მინდიაშვილს ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს. მისი
განმარტებით, სასწავლო პროცესის განახლების თარიღმა იმ ვადით
გადაიწია, რა ვადითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა
გამოცხადებული.
speqtri.ge-ს კითხვაზე, რამდენად შეძლო სკოლებმა დისტანციური
სწავლების რეჟიმზე გადასვლა და როგორ მიმდინარეობას შესაბამის
პროგრამაში მუშაობა, დალი მინდიაშვილი გვპასუხობს:
-„დისტანციური სწავლების სხვადასხვა საშუალება არსებობს, ელექტრონული
მეილით, სატელეფონო თუ სოციალური ქსელებით კომუნიკაცია, საერთო
ჯგუფებში გაწევრიანება და სხვა, რაც იმისთვისაა აუცილებელი, რომ
მომსახურების არეალი გაიზარდოს. ვიცი, რომ რამდენიმე სკოლაში ონლაინ
სწავლება კარგად მიდის, მაგრამ შესაძლოა არიან მოსწავლეები და
ოჯახები, რომლებიც ვერ ჩაერთვნენ ამ პროცესში, ეს დამატებითი
სამუშაოები, რაც გუშინ და დღეს სკოლებში მიმდინარეობს, სწორედ ამ
შემთხვევების გამოვლენას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ სურათი უფრო
გაიფილტროს და ყველაფერი გაკეთდეს, რათა სკოლას, მოსწავლესა და
მშობელს შორის ურთიერთობის ახალი მეთოდები გამოჩნდეს.“
დალი მინდიაშვილის თქმით, ონლაინ სწავლებას მონიტორინგს თავად
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწევს.
ცნობისთვის,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასცა
რეკომენდაციები, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა,
არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი
რესურსების მიწოდების მიზნით, უზრუნველყონ, შესაძლებლობის ფარგლებში
ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება.
პრემიერმინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ
ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად დისტანციურად სრულფასოვანი
განათლება მიცეს ბავშვებს.
განათლების სამინისტრომ, შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ონლაინ
სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად
დაასახელა TEAMS-ის პროგრამა, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების
პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.
თუმცა, დალი მინდიაშვილის თქმით, სკოლებს, რომლებსად ამ პროგრმაში
ანგარიშები და პაროლები ნოემბრის თვეში გადაეცათ,
პროგრამის დატესტვა ვერ მოასწრეს.
მასალის გამოყენების პირობები