კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების,
მეცნიერების, კულტურტისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
უწყების ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა,
არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი
რესურსების მიწოდების მიზნით, უნდა უზრუნველყონ, შესაძლებლობის
ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების
გამოყენება.
ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების
მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და
კონსულტირებას.
„მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, თითოეულმა
სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა
ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე
ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის
ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეურჩიოს
კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში
გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის
ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული
იქნება მშობელთან. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად
რეკომენდებულია, მასწავლებლებმა ინდივიდუალური საჭიროებიდან
გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც
საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად.“ -
აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ
ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების
გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის
მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft
office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,
სასწავლო დაწესებულებებშI სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწდა.
მასალის გამოყენების პირობები