დღეიდან სკოლები უკვე გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. როგორც
speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა განაცხადა, შესაბამისი
რეკომენდაციები უკვე გადაგზავნილია სკოლებისთვის.
მისი თქმით, დისტანციური სწავლებისთვის რეკომენდირებულია, რომ
გამოყენებული იყოს ყველა საკომუნიკაციო საშუალება, ეს იქნება მეილი,
სოციალური ქსელი, სატელეფონო თუ ტელეკომუნიკაცია.
-„პარალელურად სკოლებში მიდის მუშაობა, თითოეულ მასწავლებელს
ექნება თავისი ანგარიში სპეციალურ პროგრამაში, რომ უფრო
სტრუქტურიზებული და მოწესრიგებული გახდეს ეს თანამშრომლობა.“ -ანიშნა
დალი მინდიაშვილმა.
მისივე თქმით, პედაგოგებს ამ დრომდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა
შესაბამისი პროგრამა დაეტესტად და გამოეყენებინათ.
„პედაგოგებემა და სკოლებამ ამ ანგარიშის პაროლები მიიღეს ნოემბერში და
ფაქტობრივად, ეხლა დაჩქარებულ, სატესტო რეჟიმში მიდის მუშაობა. ეს
პროგრამა იყო შემნილი, რომ საჭიროების შემთხვევაშ გამოეყენებინათ.
ახალი სკოლის მოდელში ჩვენს მუნიციპალიტეტში 4 საპილოტე სკოლაა:
ვეჯინის, კოლაგის, სოფელ გურჯაანის და მელაანის. აქ უკვე გადადგმულია
გარკვეული ნაბიჯები ამ მხრივ და შედარებით მარტივადაა საქმე, დანარჩენ
სკოლებს ჯერ არ ჰქონდათ საშუალება ეს პროგრამა დაეტესტათ და
გამოეყენებინათ.“
დალი მინდიაშვილის განმარტებით, განათლების სამინისტროს მიერ მოცემული
ყველა რეკომენდაცია თითოეულ სკოლამდე დროულად არის მიტანილი.
-„ჩვენ ვართ სკოლის ხელმძღვანელობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში და
მომავალშიც ყველა რეკომენდაციას სკოლები დროულად მიიღებენ. იმედი
გვაქვს, თავს გავართმევთ ამ ყველაფერს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში
ნორმალიზებული იყოს პროცესი.“
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ დისტანციურ სწავლებასთან
დაკავშირებით რეკომენდაციები
რამდენიმე დღის წინ გასცა და მოსწავლეებთან
ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად დაასახელა TEAMS-ის
პროგრამა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი, ჩვენი
განათლების სისტემა არ არის მზად დისტანციურად სრულფასოვანი განათლება
მიცეს ბავშვებს.
მასალის გამოყენების პირობები