ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური
გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის
პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 18 ივლისს, გაერთიანებულ
სამეფოში გაიმართება. 50-მდე სახელმწიფოს ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და
ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში,
ბლეჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი
საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია.
სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში
მონაწილეობას დელეგაციასთან ერთად მიიღებს. დელეგაციის შემადგენლობაში
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
მასალის გამოყენების პირობები