შაშიანის სამებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის VI (მეექვსე) საუკუნით დათარიღებულ ძეგლს - შაშიანის სამებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

VI საუკუნით დათარიღებული სამეკლესიანი ბაზილიკა შაშიანის სამება გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაშიანიდან დაახლოებით 3-4 კმ-ის მოშორებით, ტყის დაფერდებული რელიეფის მოსწორებულ ადგილზე დგას. ტაძარს დასავლეთიდან და სამხრეთიდან სხვადასხვა დანიშნულების სათავსები აქვს მიშენებული. დასავლეთის მხრიდან მთელ სიგრძეზე სამ მეტრამდე სიგანის ნაგებობაა მიშენებული, რომელიც გეგმის დონეზეა შემორჩენილი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არის მცირე ზომის მართკუთხა ფორმის სათავსისა და საწნახლის ნაშთები. საინტერესოა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე კრიპტა - საძვალე, რომლის სახურავი ჩამოქცეულია.





„სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2023 წელს, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან ერთად, ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგის მეთვალყურეობით გაიწმინდა მიწისა და ხე-მცენარეებისგან, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, რომელიც გადაირჩა, დასაწყობდა და მას რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენებენ.

ტაძრის მდგომარეობა მძიმეა. ცენტრალური ნავის კამარა მთლიანად ჩაქცეულია, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი ნავების კედლები დახრილია და შეინიშნება ბზარები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ტაძრის სრულად აღდგენა, ასევე - მინაშენებისა და საძვალის კონსერვაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ტაძრის მთელ პერიმეტრზე გამყარდება საძირკველი, ამორტიზებული სამხრეთის ნავი კირის დუღაბზე გადაეწყობა, ჩრდილოეთის ნავი სრულად აღდგება კირის ხსნარით და ამავე ნავში არსებული სვეტი გასწორდება, ცენტრალური ნავის კამარა და კონქი კი აღდგება ქართული აგურით, კირის ხსნარით. ტაძრის სამივე ნავზე მოეწყობა შირიმის ქვის თარო-ლავგარდანი, ფასადსა და ინტერიერს მოსცილდება გვიანდელი ცემენტის ბათქაში და ღრმა ნაკერები გასუფთავდება; მთელ ტაძარში დაიგება ქართული აგურის იატაკი და ნაგებობა გადაიხურება ქართული კრამიტით; ტაძრის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ა(ა)იპ „ისტორიულ ძგელთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შეასრულებს. ჩასატარებელი სამუშაოებისთვის სააგენტოს მიერ გამოყოფილია 433 602 ლარი,” -ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 













| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა,
რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო
კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის
მობაილბანკში დამატებაა საჭირო.
სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო.
14:25 / 01.07.2024
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მასწავლებელთა შრომის
ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება.
13:24 / 01.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2
ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
13:16 / 01.07.2024
თიბისი აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მათი ცხოვრების
გამარტივებას. ამ მიზანს ემსახურება ახალი კამპანია, რომელიც
მასშტაბურია და ყველას შეეხება, ვისაც თიბისის საბათე ნაკრები აქვს.
თიბისი აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მათი ცხოვრების გამარტივებას. ამ მიზანს ემსახურება ახალი კამპანია, რომელიც მასშტაბურია და ყველას შეეხება, ვისაც თიბისის საბათე ნაკრები აქვს.
15:17 / 28.06.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 16 / 28 °C
img
სიღნაღი 18 / 30 °C
img
ლაგოდეხი 16 / 26 °C
img
ყვარელი 16 / 28 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.