Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია.
თიბისის
მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით,
გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ
ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე
მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური
იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი
ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა.
წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო
მონაწილეობა.წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია
ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც
საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს
სახელით:
• გუნდი „Easy Care“ | პროექტით „EasyCare“ |აჭარა
• გუნდი „Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი
• გუნდი „Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“ | თბილისი
• გუნდი „Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი
• გუნდი „AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი
• გუნდი „AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა
• გუნდი „MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი
• გუნდი "Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“
|იმერეთი
ივნისში საქართველოს გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ
შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული
გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები, ოქტომბერში,
ფინალის მსოფლიო სამიტზეგამოვლინდებიან. Technovation Girls
SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი
მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში,
საქართველოში.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls
SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის
განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და
ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით
ცნობადობის ამაღლებას.
[R]
მასალის გამოყენების პირობები