მშობლების მიმართ მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან - თამარ გაბუნია
მშობლებისთვის მოწოდებაა, რომ აიცრან, რადგან ჩვენთვის დღეს
მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოში, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური
სიტუაციის გაუარესება. ამის
შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე
განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს მცირე ასაკის
ბავშვებში პირბადის ტარება მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია
მშობლების აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„ეპიდემიოლოგიური რისკები ჩვენს გარშემო, მომდევნო პერიოდის
განმავლობაში, მუდმივად იქნება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს
ისეთი პროცესების ხელშეწყობაში, როგორიც არის ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, საკლასო გარემოში სწავლების აღდგენა. რეგულაციები დიდი
ხანია არის, ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, დამატებითი მოთხოვნის სახით
არის, პირბადის გამოყენება უკვე მცირე ასაკის ბავშვებშიც, დაბალ
კლასებშიც. ადრე ჩვენ მაღალი კლასის მოსწავლეებზე ვსაუბრობდით,
მოსწავლეების მიერ პირბადის გამოყენებაზე. ვაქცინაციის საკმაოდ კარგი
მაჩვენებელი, რაც არის სკოლის თანამშრომლებს შორის, მოლოდინია, რომ
მოგვცემს პრევენციის შესაძლებლობას და ასევე აქტიურად უნდა გაგრძელდეს
კიდევ დამატებით თანამშრომლების და მშობლების ვაქცინაციაც.
ვინაიდან, ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ
ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის
არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი
მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან, თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან
ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში, თავიდან
ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა, რომელიც
გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად, მთელი სასწავლო პროცესის
განმავლობაში. ვაქცინაცია და პირბადის გამოყენება არის ორი მთავარი
გადაწყვეტა დღეს ამ სიტუაციაში", - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები